16 იანვარს მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარების ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა. პირველად, დღიურმა მოხმარებამ 500 ათასი კილოვატსაათი შეადგინა. ხაზგასასმელია, რომ იმავე დღეს, სრულად ,,ენერგო-პროს“ აბონენტეთა მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 14 მილიონი კოლივატსაათი შეადგინა, საგულისხმოა, რომ აღნიშნული 14 მილიონი კილოვატსაათი მოიხმარეს ყველა კატეგორიის მომხმარებლებმა, მათ შორის დიდმა კომერციულმა თუ საბიუჯეტო აბონენტებმა, ხოლო მხოლოდ მოსახლეობამ მოიხმარა დაახლოებით 6 მილიონი კილოვატსაათი.
"გთხოვთ, ყურადღებით დავაკვირდეთ რიცხვებს, ჩვენს არეალში არსებული 56 ქალაქის თუ რაიონული ცენტრის, 35 დაბის და 3100 სოფელის, 1 მილიონმა მოსახლემ მოიხმარა 6 მილიონი კილოვატსაათი, ანუ დედაქალაქისა და ოკუპირებული რეგიონების გარდა, სრულიად საქართველოს მოსახლეობამ მოიხმარა 6 მილიონი კილავატსაათი და მათ შორის ნახევარი მილიონი მოიხამარა ზემო სვანეთის სამი ათასმა მომხმარებელმა.
კომენტარი ზედმეტია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ნადგურდება რეგიონის ელმომარაგებისთვის არსებული ინფრასტრუქტურა, მატულობს ავარიული გათიშვების ოდენობა და სამწუხაროდ ეს შეუქცევადი პროცესია, მატულობს ხანძრების რისკი, იზრდება რეგიონის ხანგრძლივი შეზღუდვის რისკები. თუმცა, ამის პარალელურად, თითქოს შესაძლებელი ყოფილა ხაზების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, უნდა მოხდეს უფრო მეტი ინვესტირება და ქსელზე ახალი მომხმარებლებიც კი უნდა დავიერთოდ, რათქმაუნდა ღიმილისმომგვრელია ეს ყოველივე, თუმცა ამ უმძიმეს ვითარებაში გვიწევს ოპერირების გაგრძელება. ალბათ, თუ რაიონმა მოიხმარა, 15 უფრო დიდი რაიონის ტოლფასი ელექტროენერგია, კიდევ ისე უნდა გაძლიერდეს ქსელი რომ 30-40 რაინის მოხმარება მოხერხდეს, ნუ რაღა უნდა ვისაუბრო, ეს ხომ არ არის პრობლემის გადაწყვეტის გზა? აგრეთვე რათქმაუნდა ვცდილობთ, ჩვენს ბაზაში არსებულ აბონენტებს დროულად და ხარისხიანად გავუგზავოთ სმს-ები, ავარიული გათიშვების თუ გეგმიური შეზღუდვების შესახებ.
რაც შეეხება რეალურ საქმეს, თუ მართლაც მნიშვნელოვან საჭირბოროტო საკითხებს, ალბათ აუცილებელია გაანალიზდეს სამწუხარო, თუმცა სავსებით შესაძლო სცენარი - დავუშვათ მესტიაში ფიქსირდება მინუს 20-25 გრადუსი; ელექტროენერგიის იმედათ, ოჯახების უმეტესობას როგორც წესი არ აქვს მომარაგებული შეშა; რეგიონში არ არსებობს გაზმომარაგება; დიდთოვლობის გამო ზოგიერთი მიმართულებით ჩახერგილია გზები და ამ დროს 1-2 სრული დღით ან უფორ მეტი ვადით წყდება ელექტროენერგიით მომარაგება. ამ შემთხვევაში რა ხდება? არის მესტია მზად ამისთვის? რა შედეგი შეიძლება დადგეს? რა თქმა უნდა ყოველ ზემო აღნიშნულ საფრთხეზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ არაკეთილსინდისიერ მომხმარებელს, რომლებიც ბოროტად იყინებენ იმ დიდ სიკეთეს რაც აქვს მესტიის მოსახლეობას უკვე მრავალი წელია ენერგო-პროსგან, უფასო ელექტრომომარაგებას ვგულისხმობ და ამ მიმართულებით ზემო სვანეთში დალექილია კომპანიის 60 მილიონი ლარი.
რაც შეეხება გამოსავალს, რათქმაუნდა არსებობს, ჩვენს მიერ ოპარაციათა სრულად წარმოების შემთხვევაში, 1 წელიწადში მესტიაში დაიწყება მდგომარეობის გაუმჯობესება, დარეგულირდება მიწოდებული ელექტროენერგიის ყველა პარამეტრი, შემცირებას დაიწყებს ავარიული გათიშვების ოდენობა, მესტიის მოხმარება გახდება გონივრული და ამ ყველაფრით რეგიონს თავიდან ავაცილებთ გარდაუვალ ენერგეტიკულ კოლაფსს. ეს გამოსავლები პირველ რიგში სჭირდება მესტიის კეთილსინდისიერ მომხმარებლებს, ზოგადად მთელს ზემო სვანეთს და არა ენერგო-პროს. ჩვენ კი ჩვენის მხრივ მზადყოფნას კვლავ ვადასტურებთ დავიწყოთ შესაბამისი ცვლილებები,“ - აცხადებს ,,ენერგო-პრო ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძე.