TOPNEWS » მთავარი თემა » ამბროლაურისა და ონის დამაკავშირებელ გზაზე გზის ნაწილი ჩაინგრა

ამბროლაურისა და ონის დამაკავშირებელ გზაზე გზის ნაწილი ჩაინგრა

ამბროლაურისა და ონის დამაკავშირებელ გზაზე გზის ნაწილი ჩაინგრა

ამბროლაურისა და ონის დამაკავშირებელ გზაზე გზის ნაწილი ჩაინგრა. 

აღნიშნული მიზეზით, გზის 107-ე კმ-ზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის სავალი ნაწილის აღდგენის მიზნით, ამ დროისთვის  ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. 

"ჩემმა მანქანამ გაიარა, ამბროლაურში ჩავედით, საწვავი ჩავასხი, გამოვბრუნდი და გზა ამ მდგომარეობაში დაგვხვდა. მანქანა ზუდალში დავტოვეთ და ფეხით გადმოვედით,"-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

დაზიანებული გზის მონაკვეთზე ვითარებას ადგილზე გაეცნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu