TOPNEWS » მთავარი თემა » ქალაქის დღესასწაული ამჯერად ჭიათურაში აღინიშნა
ქალაქის დღესასწაული ამჯერად ჭიათურაში აღინიშნა
ჭიათურის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული-„ჭიათურობა 2026” გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო შემეცნებით-გასართობი და საგამოფენო სივრცეები, სოფლებისა და თემების ტრადიციული პავილიონები, გაიმართა პერფორმანსები, წარმოდგენები, კულტურული და სპორტული აქტივობები. სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში ასევე შედგა საბავშვო კონცერტი.
სადღესასწაულო ღონისძიებებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი და მერის მოადგილე დავით ბიწაძე ესწრებოდნენ.
ღონისძიებებში ასევე მონაწილეობდნენ ჩამოსული სტუმრები და ადგილობრივები.





