TOPNEWS » მთავარი თემა » ტყიბულში მეშახტეთა ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს
ტყიბულში მეშახტეთა ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს
ტყიბულში მეშახტეების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მათი ცნობით, კომპანიამ სავარაუდოდ 100-ზე მეტი მეშახტე გაათავისუფლა სამსახურიდან. მათთვის უცნობია გათავისუფლების მიზეზები.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება პოსტები, სადაც მეშახტეები სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ პოზიციებს უკავშირებენ.
"დღეს მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების გათავისუფლება შახტიდან, იმის გამო, რომ მქონდა განსხვავებული აზრი, არ გავხდი რუსების მონა, ვერ მოახერხეს ჩემი დაშინება, იყო დამუქრებაც, ამის ნიადაგზე მოხდა ჩემზე შურისძიება. გამათავისუფლეს იმ კომპანიიდან, სადაც 18 წელი ვმსახურობდი, სადაც ექვსი წლის წინ სიკვდილს ჩავხედე თვალებში" - წერს ტყიბულელი მეშახტე გიორგი აბულაძე.





