TOPNEWS » მთავარი თემა » ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

ბაღდათი -ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე, მაგისტრალის გადასასვლელ ხიდზე ავტო-საგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი ბაღდათის მკვიდრია. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა გარდაცვალება.  ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.


საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu