ბაღდათის სოფელ წითელხევში მცხოვრები ლიდა ვარდოსანიძე 110 წლის გახდა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ მარეხ მშვენიერაძესთან ერთად,
უხუცეს ქალბატონს იუბილე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
"ვულოცავ ქალბატონ ლიდას 110 წლის იუბილეს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ. ნამდვილად პატივსაცემი და დასაფასებელია ჩვენგან უხუცესი ადამიანები,"-განაცხადა ბაღდათის მერმა კახა ენუქიძემ.
ლიდა ვარდოსანიძე ბაღდათის უხუცესი მოქალაქეა.