TOPNEWS » მთავარი თემა » 26 მაისი ხარაგაულში-ქართული კულტურის და ტრადიციების დღესასწაული პარკში

26 მაისი ხარაგაულში-ქართული კულტურის და ტრადიციების დღესასწაული პარკში

26 მაისი ხარაგაულში-ქართული კულტურის და ტრადიციების დღესასწაული პარკში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ხარაგაულის კულტურის სამსახურის ორგანიზებით და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, კულტურისა და დასვენების პარკში ხარაგაულის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურა და ტრადიციები გაცოცხლეს.

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საცეკვაო და შემოქმედებითი ნომრებით აჩვენეს საქართველოს ულამაზესი მხარეები და ტრადიციები.

ღონისძიებას ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის დელეგატის ბიუროს წარმომადგენელი, ნანა ცხვედაძე და საგანამანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე შეუერთდნენ. 

აჭარა, გურია, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო… – ბავშვებმა საკუთარი ხელით მოამზადეს კომპოზიციები ეროვნულ თემატიკაზე, ჩაიცვეს  ეროვნული სამოსი  და  ყველაზე თბილი და ეროვნული ემოციები გვაჩუქეს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu