წყალტუბოს სოფლებში, სადაც წირვა არ ტარდებოდა, ღვთისმსახურება აღდგა
წყალტუბოს სოფლების: დერჩის, ჭაშლეთის, დღნორისას, საჩხეურისა და ლეხიდრისთავის ტაძრებში ღვთისმსახურება აღდგა.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტაძრებში დროებით შეწყდა ღვთისმსახურება, რადგან მოძღვრებმა, რომლებსაც მსახურება ევალებოდათ, პირადი სურვილით დატოვეს აღნიშნული ტაძრები და სხვა ეპარქიაში გადავიდნენ.
@ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა-კურთხევით ეპარქიის მოძღვრებს: დეკანოზ ილიას (კარკაძე), დეკანოზ იოანეს (მინაძე), დეკანოზ გიორგის (სვანიძე) და მღვდელ არსენს (კვერნაძე) დაევალათ ზემოხსენებულ სოფლებში ღვთისმსახურების აღდგენა.
7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე სოფ. დერჩის წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა დეკანოზმა ილიამ (კარკაძე), ხოლო დანარჩენი სოფლების ტაძრებში მორიგეობით შესრულდება ღვთისმსახურება, რათა იქ მცხოვრებ მორწმუნეებს მიეცეთ წირვა-ლოცვაზე დასწრებისა და სხვა საეკლესიო მსახურებებში მონაწილეობის შესაძლებლობა,”-აცხადებენ
ქუთაის-გაენათის ეპარქიაში.

















