რეკლამა

მესხიშვილის თეატრში სპექტაკლის პრემიერას კულტურის მინისტრი დაესწრო

მესხიშვილის თეატრში სპექტაკლის  პრემიერას კულტურის მინისტრი დაესწრო

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პოლონელი დრამატურგის, ინგმარ ვილკვისტის, პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის - „ჰელვერის ღამის“ - პრემიერა გაიმართა, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი თავაძემ დადგა. სპექტაკლში მონაწილეობენ ცნობილი არტისტები რამაზ იოსელიანი და ევა ხუტუნაშვილი. 

პრემიერას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ადგილობრივი ხელისუფლებისა და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

წარმატებული საპრემიერო ჩვენებების შედეგად, კულტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, სპექტაკლი „ჰელვერის ღამე“ სამინისტროს პროექტის, „თეატრალური საგანძურის“, ფარგლებში, მაღალი ხარისხით გადაიღოს. ამით სპექტაკლი თანამედროვე ქართული სპექტაკლების ელექტრონულ არქივს შეემატება და დარჩება ქართული თეატრის ისტორიაში. 

„ჰელვერის ღამე“ არის ფსიქოლოგიური დრამა ორი ადამიანის რთული ცხოვრებისა და ურთიერთობის შესახებ. კარლა და ჰელვერი დედა-შვილის, ქალისა და კაცის, მკურნალისა და პაციენტის არქეტიპებად არიან განზოგადებული. ჰელვერი მარადიული შვილია, თუმცა ოცდაათი წლისაა. კარლა „ცოტათი უფროსია“. პერსონაჟების ფსიქოლოგიური მდგომარეობა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. 
კოსტიუმებისა და სცენოგრაფიის ავტორია ვერა ყიფიანი.

სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება 2, 4 და 5 ივნისსაც გაიმართა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები