რეკლამა

რაჭის გუბერნატორმა კეთილსინდისიერად მუშაობისთვის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელს მადლობის სიგელი გადასცა

რაჭის გუბერნატორმა კეთილსინდისიერად მუშაობისთვის  ადმინისტრაციის 5 თანამშრომელს მადლობის სიგელი გადასცა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ აპარატის ხელმძღვანელთან, მარიკა დვალთან ერთად თანმაშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა. 

2024 წლის მანძილზე სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის, მადლობის სიგელი რწმუნებულის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელს გადაეცა. 

“მინდა ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი! გისურვოთ, რომ ახალი 2025 წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის მშვიდობის, სიკეთის და წარმატების მომტანი. მადლობას გიხდით 2024 წელს გაწეული საქმიანობისთვის და მაქვს იმედი, რომ ახალი 2025 წელი იქნება, კიდევ უფრო, უკეთესი ყველა მიმართულებით,”-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები