TOPNEWS » დღის მთავარი ამბავი » რა იცვლება “ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე?
რა იცვლება “ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე?
„ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, კეთდება მეორე ბუნებრივი სტანდარტული მოედანი; ეწყობა 30x30 ასევე ბუნებრივი მოედანი და ქვიშის აღდგენითი სივრცე. წლის ბოლოს მოეწყობა რიგით მესამე სტანდარტული ხელოვნური მოედანი.
“თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა სასადილო, რომელიც უკვე ფუნქციონირებს როგორც მთავარი გუნდის, ისე აკადემიის ბინადრებისთვის და ყოველდღიურად სამჯერადი კვებით ემსახურება კლუბს.
ასევე მოეწყობა სამედიცინო სივრცე შესაბამისი ულტრათანამედროვე აღჭურვილობით, რომელიც დაინტეგრირდება ახალ სატრენაჟორო დარბაზთან ერთად. ამავე სივრცეში ფეხბურთელებს აღდგენისთვის დახვდებათ საუნა და ყინულის აუზი,”-აცხადებენ “ტორპედო”-ში.

















