ქუთაისის იუსტიციის სახლი შეფერხებით მუშაობს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მუშაობის შეფერხება ქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია.
"გაცნობებთ, რომ ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო დაზიანდა იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურა, რის გამოც ქუთაისის იუსტიციის სახლში სერვისების გაცემა დროებით შეფერხებულია.
ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია მობილური იუსტიციის სახლები, საიდანაც შესაძლებელი იქნება მზა დოკუმენტების მიღება და განაცხადის ჩაბარება, ასევე, სერვისის მისაღებად განაცხადის ჩაბარება შესაძლებელია იუსტიციის სახლის ხონის, გეგუთის და წყალტუბოს ფილიალებში.
ხარვეზის აღმოსაფხვრელად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ფილიალის მუშაობის აღდგენის შესახებ ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ Facebook გვერდზე. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის,"-ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.