TOPNEWS » მთავარი თემა » Top-news.ge-ს 2025 წლის საახალწლო ნომინაციები

Top-news.ge-ს 2025 წლის საახალწლო ნომინაციები

Top-news.ge-ს 2025 წლის საახალწლო ნომინაციები

საინფორმაციო სააგენტო Top-news.ge ტრადიციას არც ამჯერად ღალატობს და წარმოგიდგენთ 2025 წლის საახალწლო ნომინაციებს. 

წლის მოულოდნელობა-29 დეკემბერს ნალექის სახით მოსული თოვლი;

წლ(ებ)-ის ახდენილი ოცნება-ქუთაისის ყოფილი მერის, გიორგი ჭიღვარიას ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარედ დაბრუნება;

წლის საკადრო გადაწყვეტილება-წყალმომარაგების კომპანიის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად ბაღდათის ყოფილი მერის, კახა ენუქიძის დანიშვნა;

წლ(ებ)-ის ერთგულება-“ქართული ოცნების” მხარდამჭერი გაბრიელ ფოლკეშტერნი;

წლის მერი-ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი;

წლის ახალგაზრდა, წარმატებული კადრი-ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი;

წლის სასიძო-ტყიბულის მერი დავით კუბლაშვილი;

წლის ადამიანი-ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი;

წლის საუკუნის პროექტი-რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულება;

წლის მაჟორიტარები: უქიმერიონისა და გუმათის მაჟორიტარი ამირან კოპალეიშვილი; თერჯოლის სოფელ ძევრის მაჟორიტარი მანუჩარ ფანჩულიძე; თერჯოლის სოფელ ახალთერჯოლის მაჟორიტარი ბიძინა ბუცხრიკიძე, თერჯოლის სოფელ სიქთარვას მაჟორიტარი ჯემალ ისაკაძე;

წლის “მეტი სიკეთე ჩემს ქალაქს,”-ჭიათურის მერი გივი მოდებაძე;

წლის მეგობარი მერი-თერჯოლის მერი მანუჩარ რობაქიძე;

წლის იდეა-ზესტაფონის მერის, ვახტანგ ღამბაშიძის იდეა ზესტაფონის საახალწლო მორთულობაზე;

წლის “რომანტიკა”-შუქის და გზის გარეშე დარჩენილ სოფლებში მყოფი მოსახლეობის და ახალი წლის შეხვედრა;

წლის “ცუდი სიზმარი”-კორუფციის ბრალდებით “ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება;

წლის კომუნიკაბელური-წყალტუბოს მერი გენად ბალანჩივაძე;

წლის ხალხთან ახლოს-სამტრედიის მერი დავით ბახტაძე;

წლის სიკეთე-იმერეთში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ახალაშენებული, კეთილმოწყობილი სახლების გადაცემა;

წლის დიპლომატი-ქუთაისის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძე;

წლის ექიმი-ნეიროქირურგი უჩა შალამბერიძე;

წლის გუბერნატორი-სახელმწიფო რწმუნებული რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე;

წლის დელეგატი-ზესტაფონის, ტყიბულის, თერჯოლისა და ბაღდათის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზვიად შალამბერიძე;

წლის იმედგაცრუება-ქუთაისის ოპერის თეატრის რეაბილიტაციის გახანგრძლივება;

წლის ქართული სირცხვილი-განსაცდელში მყოფი გელათის სამონასტრო კომპლექსი;

წლის PR-ხარაგაულის მერიის პრესსამსახური ინგა ბერაძე; ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახური თეონა მელქაძე; ტყიბულის მერიის პრესსამსახური-ელისო ჭანტურიძე; სამტრედიის მერიის პრესსამსახური სალომე მიქელთაძე; ბაღდათის მერიის პრესსამსახური ხათუნა კირკიტაძე;

წლის სამშენებლო პროექტი-სამშენებლო კომპანია KMH (Kutaisi Modern House)-ს პროექტი აღმაშენებლის გამზირზე, ო. ფხაკაძის 6 ნომერში;

წლის სარგებელი-ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი, სადაც ადამიანები უფასოდ, მათთვის სასურველ პროფესიებს ეუფლებიან;

წლის აყვავება-იმერეთის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების ზრდა;

წლის ამოსუნთქვა-ჭიათურაში, მაღაროების მიერ მუშაობის განახლება;

წლის პროტესტი-ჭიათურელი მაღაროელების საპროტესტო აქციები. 

Top-news.ge ბედნიერ და მშვიდობიან 2026 წელსგისურვებთ!

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu