რეკლამა

გადმოდით საცხოვრებლად რეგიონებში-ქუთაისელი აქტივისტის შეთავაზება ოპოზიციის ლიდერებს

გადმოდით საცხოვრებლად რეგიონებში-ქუთაისელი აქტივისტის შეთავაზება ოპოზიციის ლიდერებს

ქუთაისელი აქტივისტი მიშიკო მუმლაძე ოპოზიციის ლიდერებს რეგიონებში საცხოვრებლად გადასვლას და მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის წარმოებას სთავაზობს. შეთავაზება იმ ოპოზიციონერებზე ვრცელდება, რომლებიც პარლამენტის წევრები გახდნენ. 

“ბარემ ამოვუშვათ ყველამ…

ოპოზიცია არ იცნობს მის ამომრჩეველს და ეს მათი ყველაზე დიდი შეცდომაა. მათ არ იციან რაზეა წამსვლელი ხალხი და რის გაკეთებას უნდა ელოდნენ მათგან. რადგან რეგიონებში მათი შეხვედრების დიდი ნაწილი ფორმალურია და ფბზე ფოტოების დადებისთვის ხდება.

 ახლა ადექით ეგ 61 ხალხის არჩეული ლეგიტიმური პარლამენტარი, გადაინაწილეთ დიდი რეგიონები, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა, კახეთი, ქართლი და გადმოდით საცხოვრებლად, დავიწყოთ ნოლიდან. 

ჩვენ მხარეს არის სიმართლე და უმრავლესობა. 

P.s ქუთაისში პარლამენტის შენობაც გვაქვს, იქ შეიკრიბეთ ხოლმე მოსალაპარაკებლად,”-წერს მუმლაძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები