TOPNEWS » მთავარი თემა » "გელათის მონასტრის ნაცვლად, სოფელი გელათის შესასვლელი გზა გადაკეტეს"

"გელათის მონასტრის ნაცვლად, სოფელი გელათის შესასვლელი გზა გადაკეტეს"

"გელათის მონასტრის ნაცვლად, სოფელი გელათის შესასვლელი გზა გადაკეტეს"

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" გელათის სამონასტრო კომპლექსის დაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"გელათის მონასტრის ნაცვლად, სოფელი გელათის შესასვლელი გზა გადაკეტეს მიმდინარე სამუშაოებზე დაკვირვების შესაძლებლობის შეზღუდვის მიზნით.

ფოტოები შემოვლითი გზით მოვიპოვეთ. 

მიმდინარე სამუშაო - არსებული დროებითი სახურავის იმ სეგმენტის მოხსნას გულისხმობს, რომელიც საკურთხევლის აფსიდის კონქში არსებულ უნიკალურ მოზაიკას ფარავს.

სახურავის ახლით ჩანაცვლება უმოკლეს ვადაშია აუცილებელი, რადგან ამინდის გაუარესების შემთხვევაში მოზაიკის მდგომარეობის დამძიმებაა მოსალოდნელი!

კონსტრუქციის ამ სისწრაფით აწყობა ნაკლებად სავარაუდოა. 

ამ წუთამდე დახურულია ინფორმაცია დროებითი გადახურვის პროექტის ირგვლივ. 

უცნობია რა საინჟინრო გადაწყვეტით და ექსპერტიზით მიმდინარეობს სამუშაოები და დაცულია თუ არა რისკები მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების მიმართულებით,"-აცხადებენ ორგანიზაციაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu