აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
2024-2025 სასწავლო წლისთვის საბაკალავრო პროგრამებზე უნივერსიტეტში 1957 სტუდენტი ჩაირიცხა. მათ შორის 100%-იანი გრანტი -21 -მა, 70%-იანი გრანტი 30-მა, ხოლო 50%-იანი გრანტი 143-მა სტუდენტმა მოიპოვა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ბასილაძემ, რექტორის მოადგილემ ეკატერინე გაჩეჩილაძემ.
ტრადიციულად დაჯილდოვდნენ 100%-იანი გრანტის მქონე პირველკურსელები. მათ საჩუქრები უნივერსიტეტისგან, ქუთაისის მერისგან, სადაზღვევო კომპანია "არდისა“ და "თი-ბი-სი“ ბანკისგან მიიღეს.