TOPNEWS » მთავარი თემა » ლენტეხში, ჩიხარეშის თემში ტრადიციული სახალხო დღესასწაული "ლაშხეთობა" აღინიშნება

ლენტეხში, ჩიხარეშის თემში ტრადიციული სახალხო დღესასწაული "ლაშხეთობა" აღინიშნება

ლენტეხში, ჩიხარეშის თემში ტრადიციული სახალხო დღესასწაული "ლაშხეთობა" აღინიშნება

1 აგვისტოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩიხარეშის თემში ტრადიციული სახალხო დღესასწაული "ლაშხეთობა" აღინიშნება.

დილიდან სოფელ ჩიხარეშის მაცხოვრის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება. წირვის შემდეგ კი, ჩატარდება სპორტული ღონისძიებები.

შეჯიბრება გაიმართება სპორტის ორ სახეობაში-დოღი (სოფელი შკედი) და ფრენბურთი (სოფელი ჩიხარეში). მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებითა და თასებით.

აღნიშნული ღონისძიება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ლაშხეთის მოსახლეობის მხარდაჭერითა და ჩართულობით ჩატარდება.

"ლაშხეთობის’’ დღესასწაულზე ადგილობრივებთან ერთად მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu