TOPNEWS » მთავარი თემა » აგვისტოს ომში დაღუპულთა პატივსაცემად ვანში “გმირების დღე” გაიმართა

აგვისტოს ომში დაღუპულთა პატივსაცემად ვანში “გმირების დღე” გაიმართა

აგვისტოს ომში დაღუპულთა პატივსაცემად ვანში “გმირების დღე” გაიმართა

ვანის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ღონისძიება - „გმირების დღე“ გაიმართა, რომელსაც  ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი დაესწრო.

ღონისძიებაში ფოლკლორული ანსამბლი „შუამთა“, ლიტერატურული გაერთიანება „პარნასის“ აღსაზრდელები და ვანის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის სახლთან არსებული მხატვრული კითხვის ჯგუფის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც შინდისის გმირის, მიხეილ დვალიშვილის ლექსები წაიკითხეს.

მერთან ერთად, ვანის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში, მერის მოადგილეები - გოჩა ჭუბაბრია და  ვლადიმერ ხელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძე, მერიისა და საკრებულოს სამსახურების ხელმძღვანელები და გმირულად დაღუპული ვანელი ჯარისკაცების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

ღონისძიება ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურული ღონისძიებების მართვის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu