TOPNEWS » მთავარი თემა » ზუგდიდი-მესტიის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

ზუგდიდი-მესტიის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

ზუგდიდი-მესტიის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

მესტიის მუნიციპალიტეტში  ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 
96-ე კმ-ზე (ლაჯურღულა) ჩამოსული დიდი მოცულობის კლდის მასის გამო, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ადგილზე მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა, რომლებიც უზრუნველყოფენ გზის გაწმენდით სამუშაოებს. ასევე მიღებულია ზომები აფეთქების სამუშაოების ჩასატარებლად. 

აღნიშნული მონაკვეთზე გზა სავარაუდოდ ხვალ დღის პირველ ნახევარში გაიხსნება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu