TOPNEWS » მთავარი თემა » სოციალურად დაუცველ 7 ოჯახს წყალტუბოში, სახალხო დღესასწაულზე სახლების გასაღებებს გადასცემენ

სოციალურად დაუცველ 7 ოჯახს წყალტუბოში, სახალხო დღესასწაულზე სახლების გასაღებებს გადასცემენ

სოციალურად დაუცველ 7 ოჯახს წყალტუბოში, სახალხო დღესასწაულზე სახლების გასაღებებს გადასცემენ

18-19 ოქტომბერს ქალაქ წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული  „შემოდგომის წყალტუბო-2025“ გაიმართება!

ღონისძიების ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ჩატარდება სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები.

თეატრალური პერფორმანსები;

ღვინის დაწურვის ცერემონიალი;

ფოლკლორული და საზეიმო კონცერტები;

საგანგებო სიტუაციების მართვისა და თავდაცვის ძალების ტექნიკის გამოფენები;

შეხვედრა „წიგნების გმირებთან“;

მოსწავლეთა პერფორმანსები.

ტრადიციულად გაიმართება საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, დასახელდებიან ღვაწლმოსილი პედაგოგები, ხოლო სოციალურად დაუცველ 7 ოჯახს გადაეცემა სახლების გასაღებები.

“შემოდგომის წყალტუბო“ – ჩვენი დღესასწაულია, რომელიც გვაერთიანებს, გვავსებს იმედითა და რწმენით, გვიბიძგებს ქალაქის განვითარებისა და წინსვლისკენ.

გთხოვთ მობრძანდეთ და ერთად ვიზეიმოთ „შემოდგომის წყალტუბო 2025“ -ნათქვამია ღონისძიების ანონსში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu