TOPNEWS » მთავარი თემა » ოკაცეს კანიონზე, პრომეთეს მღვიმესა და სათაფლიაზე ვიზიტორების რაოდენობა კვლავ იზრდება

ოკაცეს კანიონზე, პრომეთეს მღვიმესა და სათაფლიაზე ვიზიტორების რაოდენობა კვლავ იზრდება

ოკაცეს კანიონზე, პრომეთეს მღვიმესა და სათაფლიაზე ვიზიტორების რაოდენობა კვლავ იზრდება

ზაფხულის პერიოდში საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი გაიზარდა.

2026 წლის ზაფხულის სამი თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა. 

2026 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ჯამში 849 448 ვიზიტორი დაფიქსირდა, მათ შორის 505 209 საერთაშორისო ვიზიტორი.

ვიზიტორების რაოდენობით ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიებს წარმოადგენენ:

• პრომეთეს მღვიმე

• მარტვილის კანიონი

• მტირალას ეროვნული პარკი

• სათაფლია

• ოკაცეს კანიონი.

აღნიშნულ ხუთ დაცულ ტერიტორიაზე ჯამურად ვიზიტორთა 68% დაფიქსირდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ზაფხულის სეზონზე დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა გაზრდილი ნაკადი კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოში ეკოტურიზმის მიმართ მზარდ ინტერესზე.

“დაცული ტერიტორიების სააგენტო აგრძელებს ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ახალი ეკოტურისტული მიმართულებების განვითარებას, რათა ვიზიტორებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ ბუნებრივ გარემოში მოგზაურობისა და სხვადასხვა ტურისტული აქტივობით სარგებლობისთვის,”-აცხადებენ სააგენტოში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu