TOPNEWS » მთავარი თემა » წარმატებული ქუთაისელი ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი თბილისში

წარმატებული ქუთაისელი ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი თბილისში

წარმატებული ქუთაისელი ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი თბილისში

ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალმა - მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურმა სამუსიკო სასწავლებელმა 2025-2026 სასწავლო წლის საანგარიშო კონცერტი თბილისში ჩაატარა.

სასწავლებლის საერთაშორისო და ეროვნულ კონკურსებში  გამარჯვებული   მოსწავლეები  თბილისელი მაყურებლის წინაშე  მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ.  კონცერტში მონაწილეობდნენ  როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე,  ჩასაბერ საკრავთა  და მევიოლინეთა ანსამბლები, სასწავლებლის კამერული ორკესტრი, ბავშვთა გუნდი და მოსწავლეთა ფოლკლორული ანსამბლი "ნაი ნაი“. 

კონცერტი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ დარბაზში  ჩატარდა.

კონცერტს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე  გიორგი გაბუნია,  გაერთიანების მმართველის მოადგილე  ბაია კოღუაშვილი,  "ნიჭიერთა ათწლედის“ დირექტორი ნოდარ ჟვანია და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu