TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულის მერიამ გასულ 3 თვეში დახმარება 1 852 ადამიანს გაუწია
ხარაგაულის მერიამ გასულ 3 თვეში დახმარება 1 852 ადამიანს გაუწია
2026 წლის I კვარტლის მონაცემებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა სოციალური პროგრამების ფარგლებში დახმარება 1852 ბენეფიციარს გაუწია.
მერიის ინფორმაციით, სოციალური მიმართულებით გაიხარჯა 791 000 ლარზე მეტი.
სოციალური დახმარების ძირითადი მიმართულებები:
✔️ ერთჯერადი ფინანსური დახმარება – 925 მოქალაქე
✔️ სამედიცინო დახმარება – 276 ბენეფიციარი
✔️ უფასო სასადილო – 191 ბენეფიციარი
✔️ შშმ პირთა მხარდაჭერა – 71 ბენეფიციარი.





