რეკლამა

ლენტეხში, "სკალდობა 2024"-ზე, დოღში გამარჯვებულს ცხენი აჩუქეს

ლენტეხში, "სკალდობა 2024"-ზე, დოღში გამარჯვებულს ცხენი აჩუქეს

ლენტეხში "სკალდობა 2024" აღნიშნეს. 

სკალდის მთაზე, გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესიაში, რომელიც ზღვის დონიდან 2210 მეტრზე მაღლა მდებარეობს, წირვა აღავლინესჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა-სტეფანემ და ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა-ვახტანგმა.

"უამრავი სტუმარი და მომლოცველი ეწვია ლეგენდარულ სკალდისა და ფაყის მთას, რომელიც მრავალ მითს და იდუმალებას ინახავს. სკალდზე მოლოცვა იმედით, ძალით და წყალობით ავსებდა მორწმუნეებს ოდითგან.
  
სკალდის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოსულ უამრავ სტუმართან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი- ირაკლი ჩიქოვანი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე-ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტარები, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი-გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებული-პაპუნა მარგველიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი-გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე-გიორგი გაზდელიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

დღესასწაულის ფარგლებში სკალდის მთაზე გაიმართა სპორტული შეჯიბრებები სხვადასხვა სახეობებში: ჭიდაობა ,,ლბ”რგიელი”, ჯილდაობა) და დოღი.

დოღში გამარჯვებულს- ჩანქსელიან თემურის საჩუქრად გადაეცა ცხენი.
სვანურ ჭიდაობა "მარკლანში" გამარჯვებულს-გვიჭიან გიორგის- გადაეცა ფულადი პრიზი.
სხვა წონით კატეგორიებში გამარჯვებულები დაჯილდობდნენ ფულადი პრიზებითა და საჩუქრებით.

ფაყის მთაზე, ასევე მოეწყო სამხატვრო სკოლის მოსწავლებისა და თვითნასწავლ მხატვართა ხეზე კვეთისა და სხვა ხელსაქმის ოსტატთა მიერ შესრულებული ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. ხოლო, ხელედის ქალთა ფოლკლორული ანსამბლის ,,სკალდი”-სა და ლენტეხის მგალობელ ბავშვთა გუნდის მიერ შესრულდა სხვადასხვა საგალობო და საფერხულო სიმღერები,"-აცხადებენ ლენტეხის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები