მსოფლიო პრიზიორს საბა ჩიხლაძეს ხონის მერმა უმასპინძლა

მსოფლიო პრიზიორს საბა ჩიხლაძეს ხონის მუნიციპალიტეტის მერმა უმასპინძლა და წარმატება მიულოცა.
ხონელი ძალოსანის ანგარიშზე სამი ბრინჯაოს მედალია.
პერუში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან საბა ჩიხლაძემ (102 კგ.) იასპარეზა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ძალოსანმა მსოფლიო ფიცარნაგზე მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 123 / 125 / 130კგ. დაძლია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მსოფლიო პრიზიორი გახდა.
ჩიხლაძემ აკვრაში დაძლეული 154 / 159 / 162 კილოგრამით კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის აღება შეძლო, მესამე ბრინჯაოს მედალი კი ორჭიდში მოგროვილი 292 კილოგრამით მოიპოვა.
▪️ზურაბ ანთაური - U17 ნაკრების მთავარი მწვრთნელი
▪️დავით ხარატაშვილი - U17 ნაკრების მწვრთნელი
▪️აკაკი კაკაბაძე - ჩიხლაძის პირადი მწვრთნელი
▪️გიორგი ჭინჭარაული - ექიმი-რეაბილიტოლოგი