კონკურსი „დაიორამა“-შექმენი შენი საკუთარი „დაიორამა“
ა(ა)იპ “ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ განათლების განყოფილება აცხადებს მოსწავლეთა შემოქმედებით კონკურსს, „დაიორამა“, რომლის მიზანია მოსწავლეებში ფანტაზიის, ესთეტიკური გემოვნებისა და არქიტექტურული აზროვნების წახალისება. მოსწავლეები შექმნიან პატარა სამყაროს, სადაც ფანტაზია და რეალობა ერთმანეთს შეერწყმება.
🎨 როგორი შენობები დაამშვენებდა ჩვენს ქალაქს?
🎨 როგორი იქნებოდა ქუთაისი, მისი ქუჩები და მოედნები?
🎨 მოდი, გვაჩვენე შენი ხედვა — შენი საკუთარი „დაიორამა“!
🎨 შენი იდეა შეიძლება იქცეს ქალაქის სილამაზის შთაგონებად.
მონაწილეობის უფლება აქვთ ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების 9–18 წლის მოსწავლეებს.
✔️ განაცხადების მიღება — 1–25 ნოემბერი, 2025 წელი
✔️ გამარჯვებულთა ნამუშევრები გამოიფინება ნ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწოფო ისტორიულ - ეთნოგრაფიულ მუზეუმში
✔️ დაჯილდოება — 15 აპრილი, 2026
განაცხადები მიიღება ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ განათლების განყოფილებაში (რუსთაველის 1, მე-3 სართული) ან ელფოსტაზე — mananagvv@gmail.com
📞WhatsApp: 568 34 66 92
საკონტაქტო პირი მანანა გვენეტაძე.

















