რეკლამა

ინფორმაცია მძღოლებისათვის-31 დეკემბერს და პირველ იანვარს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ტრანსპორტი შეზღუდვით იმოძრავებს

ინფორმაცია მძღოლებისათვის-31 დეკემბერს და პირველ იანვარს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ტრანსპორტი შეზღუდვით იმოძრავებს

ქუთაისში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს,  რამდენიმე ლოკაციაზე დროებით შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.

31 დეკემბერს, 09 :00 საათიდან, სრულად შეიზღუდება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და პარკირება დავით აღმაშენებლის მოედანზე, ღონისძიებების დასრულებამდე ( 1 იანვრის  03:00 საათამდე)

შესაბამისად, შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემა და ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი სვლა-გეზებით:

“N⁰1L ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰3 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰4 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰5 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰41 ავტობუსი ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰133 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩებზე. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰6 ავტობუსი, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩის გავლით, ვარლამიშვილის მოედანზე. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰19 ავტობუსი, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მარი ბროსეს ქუჩის გავლით, ფალიაშვილის ქუჩაზე. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰141 ავტობუსი, ნაცვლად თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს ვარლამიშვილის ქუჩაზე და გაივლის გელათის ქუჩას. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება,”-ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები