TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია აღარ არსებობს

ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია აღარ არსებობს

ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია აღარ არსებობს

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს. საკრებულოს ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობის" სახელი "პროგრესული პლატფორმით" ჩანაცვლდა.

ფრაქციას სახელი პარტიიდან რამდენიმე თვის წინ წასულმა დეპუტატებმა შეუცვალეს. ოპოზიციონერი დეპუტატები უერთდებიან მელია-გვარამიას "ახალს".

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრობის" დეპუტატებს, ისინი საქმიანობას ამ ეტაპზე დამოუკიდებელი დეპუტატების სახელით განაგრძობენ.

ფრაქციის "პროგრესული პლატფორმა" თავმჯდომარის, გიორგი კილაძის განცხადებით, "პროგრეს პლატფორმა", აქტიურად ითანამშრომლებს ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასა პარტია "ახალთან".

"ქუთაისის "ნაციონალური მოძრაობის" უმრავლესობამ დავტოვეთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ფრაქციის წევრების უმრავლესობამაც დატოვა "ნაციონალური მოძრაობა", შესაბამისად, ფრაქციამ შეიცვალა სახელი, დარეგისტრირდა ფრაქცია, როგორც "პროგრეს პლატფორმა", ეს პლატფორმა ითანამშრომლებს ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას პარტია "ახალთან", - განაცხადა გიორგი კილაძემ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu