TOPNEWS » მთავარი თემა » რას შეცვლის ონის ორი სოფლის-შქმერისა და მრავალძალის გზის რეაბილიტაცია?

რას შეცვლის ონის ორი სოფლის-შქმერისა და მრავალძალის გზის რეაბილიტაცია?

რას შეცვლის ონის ორი სოფლის-შქმერისა და მრავალძალის გზის რეაბილიტაცია?

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ონის მუნიციპალიტეტში შქმერი–მრავალძალის 9.2 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ ეტაპზე გზის გაწმენდითი, ექსკავაციისა და გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს. აქტიურ ფაზაშია ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა, ასევე, მიმდინარეობს ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა. არსებული ხრეშოვანი გზა ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს გადაადგილების სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.

"მრავალძლისკენ მიმავალი გზის მოწესრიგება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ამ ადგილის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებისა და განვითარებისათვის. სამომავლოდ დაგეგმილია მრავალძალში ოთხსეზონიანი სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარება, რომელიც ვიზიტორებს წლის ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს. შესაბამისად, კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გზა არამხოლოდ კურორტის განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ გააუმჯობესებს ადგილობრივ მოსახლეობაზე წვდომას, გაზრდის ვიზიტორთა ნაკადს და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებას,"-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 22 მლნ. ლარამდეა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu