TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკის რეაბილიტაცია დასრულდა-რა შეიცვალა ადგილზე?

ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკის რეაბილიტაცია დასრულდა-რა შეიცვალა ადგილზე?

ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკის რეაბილიტაცია დასრულდა-რა შეიცვალა ადგილზე?

ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ კლინიკაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

დაწესებულებაში სრულად გარემონტდა ემერჯენსი, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაციული და ქირურგიული განყოფილებები, აღიჭურვა თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით.

ახლადრეაბილიტირებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. მისი განცხადებით, კლინიკა დასავლეთ საქართველოს მაღალტექნოლოგიური სერვისებითა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა აუცილებელი პროცედურა, რათა კლინიკამ მიიღოს შესაბამისი ნებართვა და სრულფასოვნად დაიწყოს ფუნქციონირება.

კლინიკაში მინისტრთან ერთად, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი იმყოფებოდნენ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu