TOPNEWS » მთავარი თემა » საწარმოები, რომლებიც ხონში “ქართული ოცნების” ხელისუფლების პერიოდში გაიხსნა

საწარმოები, რომლებიც ხონში “ქართული ოცნების” ხელისუფლების პერიოდში გაიხსნა

საწარმოები, რომლებიც ხონში “ქართული ოცნების” ხელისუფლების პერიოდში გაიხსნა


ხონის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნები”-დან ლადო ჯურხაძე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულიი მცირე და მსხვილი ბიზნესის წარმოადგენლებს შეხვდა. საარჩევნო შეხვედრის ფორმატში განხორციელებული ეკონომიკური აქტივობები შეაჯამეს, არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

“ჩემი მერობის პირველი დღიდან პრიორიტეტების ნუსხაში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება უპირველეს მიზნად მაქვს დასახული. 

 მე და ჩემი გუნდი არსებული ტრადიციული დარგების განვითარებასთან ერთად, ვცდილობთ  ხელი შევუწყოთ ახალი   მიმართულებების ათვისებას და დანერგვას ჩვენს მუნიციპალიტეტში.

ხონში მეხილეობა ოდითგანვე წამყვანი დარგი იყო  სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ბოლო წლებში გვქონდა ჩავარდნა, მაგრამ ჩვენი სწორი და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, დღეს გვაქვს მოცემულობა, როცა  15 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა  და სოფელ ახალშენში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი ქარხანა მოეწყო.  საწარმო მომავალ წელს პირველ პროდუქციას გამოუშვებს. საუბარია ბავშვთა კვებისა და სხვა  მაღალი ხარისხის პროდუქციის დამზადებაზე.

 2022 წელს  გავიმარჯვეთ კონკურსში და მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, რომლის დიდი ნაწილი  სწორედ ადგილობრივი ეკონომიკური პოტენციალის შესწავლისა და რიგი დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებში დაიხარჯა. პირველად მუნიციპალიტეტის ისტორიაში,  შეიქმნა ინვესტორთა საბჭო ( კერძო და საჯარო პარტნიორობის ხელშესაწყობად), შემუშავდა დოკუმენტი ადგილობრივი საინვესტიციო პროფილის შესახებ, მომზადდა ქარისა და მზის ელექტროსადგულების მოწყობის შეთავაზება ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებისთვის. დოკუმენტები საჯაროა  და ნებისმიერ მსურველს შეუძლია სახელმძღვანელოდ გამოიყენოს. პროექტის ფარგლებში, გავეცით 11 მცირე გრანტი (თითოეული 5000 ევროს მოცულობის ) არსებული ბიზნესის განსავითარებლად და სტარტაპებისთვის. 

როცა ვსაუბრობ ახალი დარგების განვითარებაზე, ამის ნათელი მაგალითია სოფელ დიდღვაბუნაში განხორციელებული ინვესტიცია, რომელზეც 4 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა ( ჰოლანდიურ-ქართული  ინვესტიცია) და სახეზე გვაქვს  საწარმო “სამეფო კალმახის სალიფსიტე”, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს. ამ პროექტმა არა მარტო სოფელი გამოაცოცხლა, არამედ შექმნა სამუშაო ადგილები და საფუძველი ჩაუყარა ამ დარგის განვითარებას ხონის მუნიციპალიტეტში. 

“პოლიმერკონტეინერი”-ასევე საკმაოდ მსხვილი საწარმო, რომელიც “აწარმოე საქართველოს” პროექტის ფარგლებში დაფინანსდა და უახლოეს მომავალში ერთ- ერთი მსხვილი დამსაქმებელი იქნება ჩვენს  მუნიციპალიტეტში.

ყველანი ვხედავთ  სახელმწიფო პროექტის “დანერგე მომავალი”-ს შედეგებს. რამდენი მოცვისა და სხვა  კულტურის ბაღი გაშენდა და როგორი კარგი შედეგები გვაქვს დასაქმებისა და შემოსავლების მიმართულებით.

ჯამში, ბოლო წლებში ხონში 45 მილიონამდე ინვესტიცია არის განხორციელებული. 

მინდა სიახლის შესახებაც გაცნობოთ: დაწყებიულია და ძალიან მოკლე დროში ყველასათვის თვალსაჩინო გახდება  ჩვენს მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი ქართული ინვესტიციის შესახებ. სოფელ გუბში 40 მილიონამდე ლარი დაიხარჯება და დეკორატიული მცენარეების ქვეყანაში ყველაზე დიდი სანერგე მეურნეობა მოეწყობა.  მეურნეობაში მუდმივად 100-მდე ადამიანი დასაქმდება, სეზონურად კი  1000-ზე მეტი მუშახელი იქნება საჭირო. დამეთანხმებით, ეს პროექტიც მნიშვნელოვნად  გაზრდის ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ აქტივობას. 

სწორედ ეს არის ჩემი მიზანი, რომ გავაძლიერო თითოეული თქვენგანი, რომ გაძლიერდეს ჩვენი მუნიციპალიტეტი და შედეგები დადებითად აისახოს თითოეულ ოჯახზე.

რაც შეეხება პრობლემებს და თქვენს მიერ გაჟღერებულ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც შეეხება “დანერგე მომავალის” ფარგლებში მცირემიწიანი გლეხების გათვალისწინებას, ასევე მავნებელი მწერის წამლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, გპირდებით,  ინტენსიურად ვიმუშავებ ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

მინდა შემოგთავაზოთ შევქმნათ სათათბირო ორგანო, შევიკრიბოთ წელიწადში რამდენჯერმე, რათა ჩვენი კომუნიკაცია მარტივი და საჭიროებებზე ფუკუსირებული იყოს.

ვფიქრობ, რომ  თქვენ, ბიზნეს სუბიექტები ხართ ის დასაყრდენი ძალა, რომლებიც ქმნიან ადგილობრივ დოვლათს, რაც შემდგობ ჩაშლილია ჩვენს სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, ახალგაზრდულ, საგანმანათლებლო პოლიტიკაში. ამიტომ მიმაჩნია, რომ ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ, რათა ქვეყანა განვითარდეს,”-აცხადებს ლადო ჯურხაძე. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu