TOPNEWS » მთავარი თემა » მიხეილ ყაველაშვილი საჩხერეში, სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა
მიხეილ ყაველაშვილი საჩხერეში, სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა
საქართველოს პრეზიდენტი საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა.
მიხეილ ყაველაშვილი ადგილზე სკოლის ისტორიას გაეცნო, მოისმინა პრეზენტაცია სკოლის მისიისა და ამოცანების შესახებ.
“დავათვალიერე სამთო აღჭურვილობის ინვენტარი, სკოლის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები და სასწავლო კლასები.
დავესწარი სამთო მომზადების სკოლის სამხედროების საჩვენებელ სწავლებას. ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პროექტ „ჯარის ბანაკში“ მონაწილე მოსწავლეებს და მათთან ერთად დავაგემოვნე „ჯარისკაცის ულუფა,”-აცხადებს პრეზიდენტი.

















