რეკლამა

150-წლიანი ისტორიის მქონე ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში მილიონამდე დოკუმენტი ინახება

150-წლიანი ისტორიის მქონე ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში მილიონამდე დოკუმენტი ინახება

ევროპის უძველესი ქალაქის, ქუთაისის  წიგნსაცავი, ზუსტად ისეთია, როგორიც თავად ქალაქი, სადაც მდებარეობს - დამახასიათებელი ავთენტურობით, ძველი, კულტურულ-ინტელიგენტური ინტერიერით, მოკრძალებული და მდიდარი. 

სამეცნიერო-უნივერსალური ბიბლიოთეკა, რომელსაც ადგილობრივები საჯარო ბიბლიოთეკად მოიხსენიებენ, 150 წლისაა და იგი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სახელს ატარებს. აქ ინახება 1 მილიონამდე საბიბლიოთეკო დოკუმენტი. ფონდებში დაცულია უნიკალური და იშვიათი გამოცემები.

წიგნისმოყვარულების თავშეყრის საყვარელი ადგილი, სადაც, 150 წლის მანძილზე მრავალი თაობა გაიზარდა,  ამჟამად განახლების მოლოდინშია, სულ მალე მის ძველ „ბინადარ“ წიგნებსაც ახალი საცავები ექნებათ და თვითონაც საინტერესო პერპექტივები ეშლება წინ.
ქუთაისი, ხომ დიდი ლიტერატურული ტრადიციების გამო სულ ახლახანს,  იუნესკოს მიერ ლიტერატურულ ქალაქად იქნა აღიარებული. რადგან, ეს არის ადგილი სადაც, ძალიან ბევრმა მწერალმა დაიწყო მოღვაწეობა და სადაც, დასაბამი მიეცა  ცისფერყანწელთა სიმბოლისტურ-ლიტერატურულ ორდენს საქართველოში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები