რეკლამა

ლევან ხაბეიშვილი - 2024 წელს უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ჯიბის გასქელების მეტს არაფერს ფიქრობს - ივანიშვილმა ხალხს ცხოვრება გაუძვირა

ლევან ხაბეიშვილი - 2024 წელს უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ჯიბის გასქელების მეტს არაფერს ფიქრობს - ივანიშვილმა ხალხს ცხოვრება გაუძვირა

ივანიშვილმა ხალხს გაუძვირა ცხოვრება და საქართველოს მოქალაქე ამას ყოველდღიურად გრძნობს. 2012 წელთან შედარებით, დღეს ორჯერ და უფრო მეტჯერ არის გაძვირებული პროდუქტები. 2024 წელს უნდა შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ჯიბის გასქელების მეტს არაფერს ფიქრობს, -ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გურიაში განაცხადა, სადაც გურიის მოსახლეობას „გამარჯვების კოალიციის“ ეკონომიკური ხედვა გააცნო.

„ივანიშვილმა ხალხს გაუძვირა ცხოვრება და ამას ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. აქ წარმოდგენილი გვაქვს ორი კალათა - 2012 წლის და 2024 წლის. 2012 წელთან შედარებით, 42 ლარით მეტის გადახდა უწევთ საქართველოს მოქალაქეებს კონკრეტული კალათის შეძენაში, ანუ თუ 2012 წელს გადაიხდით 32 ლარს, დღეს 74 ლარის გადახდა მოგიწევთ, ორჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ არის გაძვირებული პროდუქტები. რა მოგემატათ? რით გამდიდრდით? - ეს შეკითხვა რომ ყველამ დაუსვას საკუთარ თავს, ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქე თვითონ გააკეთებს დასკვნას. 2012 წელს ორ ცალ რძეს შეიძენთ იმ ფასში, რა ფასშიც დღეს შეიძენთ ერთ ცალ რძეს. თუ ახლა, 2024 წელს შეიძენთ ერთ ცალ კარაქს, 2012 წელს შეიძენდით ორ ცალს. იგივეა ფქვილთან, კვერცხთან, შაქართან, წიწიბურასთან დაკავშირებით, ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი არის შესაცვლელი, 2024 წელს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა შევცვალოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელსაც 12 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ ეზრუნა ხალხზე, ეფიქრა ადამიანების პრობლემებზე, გაჭირვებაზე და არ დაკავებულიყო საკუთარი ჯიბის გასქელებით. პროდუქტების გაძვირება, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ყოველდღიურად თითოეულ მოქალაქეს ყოველდღიურად აწუხებს და სხვა პრობლემებზე ფიქრის დრო არ რჩება, როდესაც საკუთარი შვილები ჰყავთ გამოსაკვები. გვაქვს შესაძლებლობა წელს ეს დამოკიდებულება შევცვალოთ და კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები