რეკლამა

მეღვინე ვანიდან, რომელმაც მამაპაპისეული, უძველესი მარანი ერთი წლის წინ განაახლა და ახალი სიცოცხლე შეძინა

მეღვინე ვანიდან, რომელმაც მამაპაპისეული, უძველესი მარანი ერთი წლის წინ განაახლა და ახალი სიცოცხლე შეძინა

 მეღვინე დავით ლომინაძის მარანი და საკუთარი ვენახებით ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში მდებარეობს. აქ მოსული ვიზიტორი, იმერულ ჭიშკარს შეაღებს თუ არა,  მთელ ეზოზე გადაჭიმული ცოლიკოურის ტალავერი უკვე პირველ განწყობას უქმნის. 

მევენახე დავითმა, მამაპაპისეული, უძველესი მარანი ერთი წლის წინ განაახლა და ახალი სიცოცხლე შეძინა;  მარნის წინ ეზოში ჩაყარა ახალი ქვევრები, რომელიც რამდენიმე ტონა ღვინოს იტევს, განაახლა ღია ჭურის თავები და მოაწყო ღვინის შესანიშნავი დარბაზი, ქვევრის ღვინოსთან ერთად ცოტა ხნის წინ პირველი ბოთლის ცოლიკოურო ჩამოასხა, ქვევრში დავარგებული ღვინისგან. 

მემარნე ღვინოს, ტრადიციული იმერული წესით, ქვევრში აყენებს, რის გამოც აქ მოსული სტუმარი ძალიან საინტერესო ღვინოს გასინჯავს,  ადგილობრივი ნიადაგურ-კლიმატური პირობების გავლენით გამოხატულია მინერალების, ხილისა და ყვავილების სურნელით,  არის ხალისიანი, ჰარმონიული და დახვეწილი. ტრადიციულ ადგილობრივ ჯიშებთან ერთად როგორიცაა: ცოლიკოური, მგალობლიშვილი და კრახუნა. ტრადიციულ ჯიშებთან ერთად  მემარნე დაინტერესებულია იმერეთის გადაშენების პირას მყოფი ვაზის ჯიშების გადარჩენით და საკუთარი მცირე სავენახე ფართობში შეძლებისდაგვარად ამრავლებს ამგავ ჯიშებს.

როგორც ქვევრის, ასევე ბოთლის ღვინის შეძენა ნებისმიერი სტუმრისთვისაა შესაძლებელი.
ღვინის დაგემოვნებასთან  ერთად სტუმარს შესაძლებლობა აქვე შეუკვეთოს და  დააგემოვნოს ადგილობრივი იმერული კერძები. 

 "ლომინაძის მარანი სულ ეხლახანს გამოჩნდა ქართველი მემარნეების გვერდით თუმცა ამ ლამაზ ოჯახისთვის დამახასიათებელი ნამდვილი იმერული უსასრულო სტუმართმასპინძლობის, უგემრიელესი კერძების და გამორჩეული გემოვნური თვისებების ღვინის წყალობით, დარწმუნებული ვართ, ის ქართველ მემარნეთა გვერდით ღირსეულ ადგილს დაიკავებს. აქ სტუმრი მუდამ განსაკუთრებით სასურველია  და ეს ავთენტურად იმერული „სული და გული“ უდიდეს როლს ითამაშებს ჩვენი მუნიციპალიტეტის და რეგიონის ღვინის გზის განვითარებასა და ცნობადობის ამაღლებაში.

გარდა ღვინისა და ადგილობრივი გასტრონომიისა, მთიანი სოფელი ფერეთა მისი გამორჩეულად საინტერესო ლანდშაფტით, მთებიდან მომავალი მდინარით „ფერეთა“ და მთის ბორცვებში მიმოფანტული ლამაზი პატარა ჩანჩქერებით, ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებსაც ძალიან დააინტერესებთ, შესაძლებელია ცხენით სეირნობაც,"-აცხადებენ ვანის ტურიზმის ცენტრში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები