რა გაკეთდა ვანში ბოლო 4 წელში?

ვანის მერი და მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი საზოგადოებას 2021-2025 წლებში ვანის მუნიციპალიტეტში განხორციელებული სხვადასხვა ტიპის პროექტის მცირე ჩამონათვალს აცნობს.
მერის ინფორმაციით:
✅ აშენდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი და კეთილმოეწყო მის ირგვლივ მდებარე სკვერი;
✅ სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 სკოლას;
✅ აშენდა 2 საბავშვო ბაღი;
✅დაიგო და რეაბილიტირდა 148 კმ გზა - შეიცვალა გზის საფარი, მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა;
✅ ვანში თამარ მეფის და თავისუფლების ქუჩებზე განახლდა ტროტუარები, ღობეები და შენობების ფასადები;
✅ აშენდა 44 ხიდ-ბოგირი;
✅ აღდგა და კეთილმოეწყო ყიფიანის სახელობის ტყე-პარკი;
✅ ვანში და ადმინისტრაციულ ერთეულებში აღდგა/მოეწყო 15 სკვერი;
✅ განახლდა და აშენდა მინი ფეხბურთის 16 სტადიონი;
✅ ადმინისტრაციულ ერთეულებში დამონტაჟდა გარე განათება;
✅ დამთავრდა გაზიფიცირების პროექტი და მუნიციპალიტეტის ყველა მოსახლეს მიეწოდება ბუნებრივი აირი;
✅ მოეწყო მდინარე ყუმურის და მდინარე კვინისწყალის ნაპირსამაგრი კედელი;
✅ მიმდინარეობს სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია.