სამტრედიაში ორი სოფლის-ტოლებისა და ბუღნარის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა. სამტრედიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხიდის დაკეტვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ადიდებულმა მდინარე ვერისწყალმა ხიდის ნაწილი წაიღო.
სამტრედიის მერის, დავით ბახტაძის ინფორმაციით, ორ სოფელ შორის მიმოსვლა შემოვლითი გზით მოხდება, სტიქიისგან მიყენული ზიანის აღსარიცხავად კი ზარალის დამთვლელი კომისია შეიქმნა.