ქუთაისის მერიის თანამშრომლები საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას გაეცნენ.
საინფორმაციო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც იმიტირებული კენჭისყრაც მოეწყო, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ორგანიზებით გაიმართა.
საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად მიმდინარეობს.