რეკლამა

რა მიმართვას ავრცელებს დედა, რომლის შვილს სკოლაში ემუქრებიან?

რა მიმართვას ავრცელებს დედა, რომლის შვილს სკოლაში ემუქრებიან?

მეცხრე კლასელი მოსწავლის დედა, რომელიც შვილის ბულინგის თემაზე საუბრობდა და დახმარებას ითხოვდა, განცხადებას ავრცელებს.

"ჩემი მიზანი არანაირად არ ყოფილა და არ არის ვინმეს გაშავება. სკოლის დირექტორის, მასწავლებლების, უდიდესი პატივისცემა ჩემგან მათ, რადგან  მე ყველგან ვთქვი, ვიყავი სკოლაში მისული, ვესაუბრე დამრიგებლებს, დირექტორს.

მათ მომცეს პირობა და მითხრეს, რომ გაესაუბრებოდნენ მშობლებს და თუ კი მაინც არ მოგვარდებოდა პრობლემა, არსებობს სხვა გზა რომელსაც აუცილებლად მიმართავდნენ. მე ეს ვთქვი ყველგან. ასევე აღნიშნეს, რომ ჩემს შვილთან არასოდეს პრობლემა არ ჰქონიათ და რომ  არის ძალიან წესიერი და  კარგი ბავშვი.

გადის რამოდენიმე დღე, სიტუაცია სტაბილურდება თითქოს, ჩემი შეხედულებით, თუმცა როგორც სჩანს, არა, რადგან ჩემი შვილი აცდენს სკოლას, აი აქ უნდა მივმხვდარიყავი რომ არიდებდა თავს თანატოლებთან ურთიერთობას და ცდილობდა ეს მდგომარეობა, რაშიც იმყოფებოდა, რაღაცნაირად დასრულებულიყო. 

ასევე შეიცვალა ჩემი პატარა შვილის, მდგომარეობა, არ უნდოდა და ყოველ დილით მიპროტესტებდა, რომ მარშრუტით არ გამეშვა სკოლაში. ასევე, არ გადიოდა გარეთ და არ მოგვყვებოდა არსად, სადაც მე და ჩემი მეუღლე დავდიოდით ხოლმე. რჩებოდა თავის დასთან სახლში. ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ პრობლემა მქონდა ცხვირწინ, ვიცოდი რომ იყო ეს პრობლემა და ვსაუბრობდი მაგრამ ამხელა დონის თუ იქნებოდა ვერ წარმომედგინა....

შუაღამეს ჩემი, როგორც მშობლის, მდგომარეობა იყო სრულიად აფექტური და არ მქონდა საშუალება ბევრი ფიქრის, აწონ-დაწონვის, რადგან წარმოვიდგინე, რომ აქ დასრულდა ჩემი შვილის სიცოცხლე მეთქი. ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა.....ამ ყველაფერს მოჰყვა,არასწორი ინტერპრეტირება....

ძალიან გთხოვთ! და ვთქვი თავიდანაც...სკოლას, დირექტორს, ბატონ გიორგი ავალიანს, ძალიან კარგ ადამიანს, ასევე მასწავლებლებს, რომლებსაც ძალიან უყვართ ჩემი შვილი, ნუ ლანძღავთ! ისინი არ არიან არაფერ შუაში.ბავშვი ძალიან განიცდის მათ მდგომარეობას.

მეორე წელია, ჩემი შვილი გელათის საჯარო სკოლაში სწავლობს.ამ შემთხვევაში არ არის სწორი ხელის შეწმენდა სკოლაზე, რადგან ეს ბულინგი გარეთ, "უბანშიც" გრძელდებოდა და ფიზიკურად ვერაფერს იზამდნენ თავად.
ჩემი შეცდომა არის ის რომ,პირველივე მძაფრი დაშინებისთანავე უნდა  მივსულიყავი პოლიციაში და იქ გამერკვია სიტუაცია.

უდიდესი თხოვნაა,ნუ ისარგებლებთ ჩემით,დედის ემოციური მდგომარეობით,რომლის მიზანიც იყო მხოლოდ და მხოლოდ მისი შვილის დაცვა და შუაღამეს მეტი გამოსავალი ვერ მოიფიქრა.ამ დროს ადამიანი ვერ აზროვნებს სწორად,"-ამბობს მოსწავლის მშობელი.

ცნობისთვის, მეცხრე კლასის მოსწავლე გოგონას სკოლაში თვითდაზიანებების მიყენებას აიძულებენ. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები