“ენერგო პრო ჯორჯია”-ს საზოგადოებასთან ურთიერთოვის სამსახურის წარმომადგენელი ავთო დვალიშვილი კომპანიის იმ თანამშრომლებზე წერს, რომლებსაც უწყეტი ენერგომომარაგებისათვის “ღრუბლებში” უწევთ მუშაობა.
“გუშინ გამოვაქყევნე ბეშუმის ფოტო, რომელზეც მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე ასული მემაღლივეები, გელა ბოლქვაძე და კაკო რიჟვაძე იყვნენ გამოსახულნი.
ისეთი გამოხმაურება მოჰყა, იმდენმა ადამიანმა მომწერა, მათ შორის ჟურნალისტებმა, რომ გადავწყვიტე პატარა ამბავი კიდევ მოგიყვეთ... ვესაუბრე ერთ-ერთ მათგანს და ამბავიც გამოცხვა…
მომწონს ღრუბლებში მუშაობა - ასე იწყებს 35 წლის გელა ბოლქვაძე თავის პროფესიაზე საუბარს. გელა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დეპარტამენტის ზემო აჭარის ზონის ენერგეტიკოსია. პროფესიულ წრეებში მათ უბრალოდ მემაღლივეებს ეძახიან. გელას და მის კოლეგებს ხშირად უწევთ 32-40 მეტრის სიმაღლის ელექტროგადამცემ ხაზებზე ასვლა და ქვეყნის მნიშვნელოვანი სამუშაობის წარმოება.
გელას სიმაღლის შიში რომ არ ექნება, ეს ისედაც გასაგებია, სხვანაირად ვერც იმუშავებდა ამ პროფესიაში. ფიზიკურ შესაბამის მონაცემებთან და ფსიქოლოგიურ მზაობასთან ერთად, შიშის არ ქონა ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, მათთვის, ვისაც სურს მაღალ ძაბვაში მუშაობა. რამდენიმე თვიანი ტრეინინგების, სწავლებების, ფსიქოლოგიური მომზადების შემდეგ, ბევრი მაინც ვერ არის მზად განსაკუთრებულ სიმაღლეებზე ასასვლელად და თავს ანებებს საქმიანობას, ან გადადის დაბალ ძაბვაში სამუშაოდ. ალბათ ყველა მიხვდით, რომ გელა ამ გატეგორიას არ მიეკუთვნება.
მან 10 წლის წინ გადაწყვიტა, რომ ენერგეტიკოსი იქნებოდა. პროფესიული სასწავლებელიც დაამთავრა ამ მიმართულებით. 25 წლის იყო ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ რომ დაიწყო სტაჟიორად მუშაობა, პირველად სიმაღლეზე რომ ავიდა, 26 წლის იყო და მას შემდეგ ემსახურება ქართულ ენერგეტიკას.
მემაღლივეები არ უშვებენ შეცდომებს და ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ მემაღლივე არ არის მხოილოდ პროფესია, ის არის მოწოდება, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ სითამამეს და პასუხისმგებლობას.
მე ერთი მემაღლივე გაგაცანით, თუმცა, ისინი საქართველოს ყველა რეგიონში არიან და მუშაობენ თქვენთვის...,”-წერს ავთო დვალიშვილი.