თერჯოლაში დამწყები მხატვრის, მარიამ ბარდაველიძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
სადებიუტო გამოფენას სამხატვრო სკოლამ უმასპინძლა.
ექსპოზიციაზე თვითნასწავლი ნორჩი მხატვრის ასამდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. მარიამ ბარდაველიძის თქმით, ადრეული ასაკიდან ხატავს, მის ნამუშევრებში ძირითადად გამოხატულია ბუნების სურათები, ნატურმორტები, პორტრეტები და შესრულებულია გუაშით და აკრილით.
"აღსანიშნავია, რომ მარიამ ბარდაველიძე რამდენიმე თვის წინ, მუნიციპალიტეტის მერმა-მანუჩარ რობაქიძემ სოფელ სიმონეთში მრავალშვილიან ოჯახში აღმოაჩინა და დაინტერესდა მისი ნახატებით. ამის შემდეგ თერჯოლის მერიის ხელშეწყობით, მარიამი ხელოვნების გაკვეთილებს ესწრება და იღრმავებს სამხატვრო განათლებას.
ნახატები დაინტრესებული პირებისთვის სამხატვრო სკოლაში, კიდევ ერთი კვირის განმავლობაში იქნება გამოფენილი,"-აცხადებენ თერჯოლის მერიაში.