აჯამეთის აღკვეთილში იმერული მუხის აღდგენის პროექტი მიმდინარეობს.
პროექტი, რომელიც კომპანია ბი პი -ს ფინანსური მხარდაჭერით, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანას“ მიერ ხორციელდება, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობის - იმერული მუხის აღდგენას, დაცვას და შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
პროექტი ორი ფაზისგან შედგება; პირველ ფაზაში 1,4 ჰექტარზე დაირგო 5 000-მდე იმერული მუხის ნერგი, შემოიღობა ტერიტორია, მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა და დამონტაჟდა 20 ტონიანი წყლის რეზერვუარი, ხოლო მეორე ფაზაში დაირგო 6 334 იმერული და ქართული მუხის ნერგი და დამონტაჟდა 200 ტონიანი სარწყავი წყლის რეზერვუარი. ჯამურად, პროექტის ფარგლებში, აჯამეთის აღკვეთილში, 7,4 ჰა ტერიტორიაზე დაირგვება 25 000 ძირი იმერული და ქართული მუხის ნერგი და მოეწყობა მცირე ზომის სანერგე. პროექტის ღირებულება 1 675 588 ლარს შეადგენს და ის 3 წლის განმავლობაში განხორციელდება.