TOPNEWS » მთავარი თემა » როგორ მოვიქცეთ სოკოთი მოწამლვის შემთხვევაში?-სპეციალისტის რჩევები

როგორ მოვიქცეთ სოკოთი მოწამლვის შემთხვევაში?-სპეციალისტის რჩევები

როგორ მოვიქცეთ სოკოთი მოწამლვის შემთხვევაში?-სპეციალისტის რჩევები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი გოჩა გიორგიძე იმერეთში სოკოთი ინტოქსიკაციის შემთხვევების გახშირებას ეხმიანება

“ გიზიარებთ ინფორმაციას, რომელიც იმედი მაქვს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სოკოთი მოშხამვა და დაიცვათ თქვენი ჯანმრთელობა!

სოკოს შხამიანობის გარკვევის  ხალხური მეთოდები - ვერცხლის კოვზის, ხახვისა და ნიორის გაშავება ხარშვისას - მცდარი აზრია და არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებებს!!!

როგორ უნდა მოიქცეთ სოკოთი მოშხამვის ეჭვის შემთხვევაში?

სოკოთი  მოშხამვა,  უძველესი დროიდან მოყოლებული,  მსოფლიოში საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაციების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს. საკვებად ვარგისი მრავალი სახეობის სოკოებს გარდა, არსებობს შხამიანი სოკოებიც, რომელთა საკვებად გამოყენებისას ვითარდება კლინიკური სინდრომების ფართო სპექტრი, კუჭ-ნაწლავის სისტემის მსუბუქი გაღიზიანებიდან სიკვდილით დამთავრებული. 

ზოგიერთი სახეობების სოკოების მსგავსების  გამო შეუძლებელია შხამიანი და საკვებად ვარგისი სახეობის გარჩევა. ამიტომ, სოკოების საკვებად მოხმარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. 

შხამიანი სოკოები  შეიცას ისეთ ტოქსინებს, როგორებიცაა ციკლოპეპტიდები, გირომიტრინი, მუსკარინი, კოპრინი, ორელანინი, ფსილოციბინი და კუჭ-ნაწლავის მსუბუქად გამღიზიანებლები. სოკოთი მოშხამვით გამოწვეული სიკვდილიანობის 90%-ზე მეტი განპირობებულია ციკლოპეპტიდ-ამატოქსინის შემცველი სოკოებით.   
სოკოთი მოშხამვის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს საკვებად მიღების შემდეგ 30 წუთიდან 72 საათამდე პერიოდში და მოიცავდეს:

• გულისრევას, ღებინებას,
• მუცლის ტკივილს,
• დიარეას,
• თავბრუსხვევას, 
• სისუსტეს,
• ჰალუცინაციებს,
• მძიმე შემთხვევებში ვითარდება შოკი კომა, რაც შესაძლოა გარდაცვალებით დასრულედეს.

სიმპტომები შესაძლოა მსუბუქად დაიწყოს, თუმცა სწრაფად გაუარესდეს და საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს. 

მძიმე შემთხვევებში შესაძლოა ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაზიანება, რაც საჭიროებს დროულ ჰოსპიტალიზაციას და ორგანოთა ფუნქციის მხარდაჭერას.

ამჟამად, ჯერ კიდევ არ არსებობს სოკოს ტოქსინების საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტიდოტები. 

უსაფრთხოების ძირითადი წესები:

1. ტყეში, მინდვებში და ზოგადად გარემოში არ შეაგროვოთ და საკვებად არ გამოიყენოთ სოკოები, თუ არ ხართ სპეციალისტი.
- ბევრი შხამიანი სოკო ვიზუალურად ძალიან ჰგავს საკვებად ვარგისს.

2. არ შეაგროვოთ სოკო გზის ნაპირებზე, საწარმოო/სამეურნეო ზონებში ან სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე ვინაიდან  სოკოებს ტოქსინებისა და სხვადასხვა სახის ქიმიკატების შთანთქმის ძლიერი უნარი აქვთ; მათში იოლად  გროვდება/აკუმულირდება მძიმე მეტალები და პესტიციდები.

3. თერმული დამუშავება, (მ.შ. რამდენჯერმე ნახარში წყლის გამოცვლა) სოკოს ტოქსინებს არ ანეიტრალებს. ასევე არ ნეიტრალდება ტოქსინები სოკოს გამოშრობით, ან დამარილებით; 

4. სოკო შეიძინეთ მხოლოდ სურსათით ვაჭრობისთვის განსაზღვრულ მაღაზიებსა და ოფიციალურ ბაზრობებზე. - ასეთ სასურსათო ობიექტებში გაყიდული სოკო გადის კონტროლს.

5. საკვებად გამოიყენეთ მხოლოდ ახალი სოკო, რომელიც თავისუფალია მწერებისა და ლარვებისგან.
-არასდროს შეაგროვოთ და გამოიყენოთ საკვებად გადამწიფებული, ჭიანი და გაფუჭებული სოკო;
6. ნუ გამოიყენებთ საკვებად უმ სოკოს

7. საკვების დამზადებისას მოერიდეთ სხვადასხვა სახეობის სოკოების  შერევას

8. ველურ ბუნებაში შეგროვებული სოკო არ მისცეთ საკვებად ბავშვებს, ორსულებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს

    - ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან სოკოს ტოქსინების მიმართ.

9. საკვების დამზადების შემდგომ შეინახეთ რამდენიმე ხელუხლებელი, დაუმუშავებელი სოკოს ნიმუში ან მომზადებული საკვების მცირე ულუფა  მაცივარში 72  საათის განმავლობაში ან სოკოს გადაუღეთ ფოტო.

- თუ ვინმეს  სოკოს გასინჯვიდან სამი დღის განმავლობაში განუვითარდება დაავადება, შეიძლება საჭირო გახდეს ექსპერტის მიერ სოკოს სახეობის იდენტიფიკაცია მოშხამვის წყაროს დადგენის მიზნით. 

სოკოს შხამიანობის გარკვევის  ხალხური მეთოდები - ვერცხლის კოვზის, ხახვისა და ნიორის გაშავება ხარშვისას - მცდარი აზრია და არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებებს!!!

როგორ უნდა მოიქცეთ სოკოთი მოშხამვის ეჭვის შემთხვევაში?

• არ დაელოდოთ სიმპტომების დამძიმებას - თუ არსებობს მოშხამვის მცირე ეჭვიც კი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ან მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას;
• ტოქსიკოლოგის/ექიმის დროული რეკომენდაციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც კვლევისთვის, ასევე მკურნალობისთვის.

• მიაწოდეთ ექიმს დეტალური ინფორმაცია გამოყენებული სოკოს სახეობის, შეგროვების/შეძენის ადგილისა და სოკოსთან ერთად, ან მოგვიანებით ალკოჰოლური სასმელების მიღების შესახებ, ვინაიდან ალკოჰოლური სასმელები ააქტიურებენ ზოგიერთი შხამების მოქმედებას; 
• კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებამდე, მიაწოდეთ  ავადმყოფს ელექტროლიტური ხსნარები.  კუჭის ამორეცხვა შეიძლება თბილი წყლით. გამოიყენეთ საფაღარათო საშუალებები და/ან  ოყნა.
• აუცილებელია პირღებინებითა და  ფაღარათით გამოწვეული სითხის დანაკარგის შევსება ელექტროლიტური ხსნარების მცირე ულუფებით.  
• პირველადი დახმარების გაწევისას დაუშვებელია ალკოჰოლის შემცველი სასმელების გამოყენება,”-წერს გოჩა გიორგიძე. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu