TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში გაჩერებულ სატვირთოს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
ქუთაისში გაჩერებულ სატვირთოს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
ქუთაისში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდობის გამზირზე 2 მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, შედეგად მსუბუქი ავტომობილების მძღოლები ადგილზე დაიღუპნენ.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

















