TOPNEWS » მთავარი თემა » იმერეთის გუბერნატორმა ისრაელის ელჩი მიიღო

იმერეთის გუბერნატორმა ისრაელის ელჩი მიიღო

იმერეთის გუბერნატორმა ისრაელის ელჩი მიიღო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა საქართველოში ისრაელის ელჩ ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ლევან ზალკალიანმა ელჩს იმერეთის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.

შეხვედრაზე ისრაელიდან იმერეთში ტურისტული ნაკადის ზრდის, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებისა და რეგიონში ისრაელელი ინვესტორების მოზიდვის შესაძლებლობები განიხილეს.

სახელმწიფო რწმუნებულმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივ ისტორიას და იმედი გამოთქვა, რომ რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu