რეკლამა

რა ქონებას ფლობს ქუთაისის საკრებულოს "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე?

რა ქონებას ფლობს ქუთაისის საკრებულოს "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე?

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მარეხ ნიჟარაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 29 იანვარს შეავსო. დეკლარაციაში დეპუტატს მეუღლე თეიმურაზ ერისთავი და შვილი-გიორგი ერისთავი ჰყავს მითითებული.

დოკუმენტის მიხედვით, თეიმურაზ ერისთავის სახელზეა ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი. ასევე, დეპუტატის მეუღლე ფლობს ორ მსუბუქ, "ტოიოტა პრიუსისა" და "ჰიუნდაი ელანტრას" მარკის მსუბუქ ავტომობილს. 

აღსანიშნავია, რომ თეიმურაზ ერისთავი ქუთაისის მერიაში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციას იკავებს. 

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მარეხ ნიჟარაძისა და მისი ოჯახის წევრებზე სხვა ქონება არ ფიქსირდება.



ტეგები:

Facebook - კომენტარები