მდინარე ყვირილას დაბინძურების აღმოფხვრა და იმ მიწების რეკულტივაცია, რომელზეც მადნის მოპოვება ღია კარიერული წესით მიმდინარეობდა-რა გეგმა აქვს "ჯორჯიან მანგანეზს"?

მდინარე ყვირილას დაბინძურების აღმოფხვრა და იმ მიწების რეკულტივაცია, რომელზეც მადნის მოპოვება ღია კარიერული წესით მიმდინარეობდა-რა გეგმა აქვს "ჯორჯიან მანგანეზს"?

"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი ბესიკ კირთაძე და გარემოს დაცვის დირექტორი ირაკლი ნოზაძე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს მაია ბითაძეს შეხვდნენ.

პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, კომპანიის სპეციალურმა მმართველმა წარადგინა გარემოს დავის მიმართულებით არსებული სამოქმედო გეგმა.

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალური მართვის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, გარემოს დაცვის კუთხით, არსებობს პროგრესი და ახალი სამოქმედო გეგმაც აღნიშნული მიმართულების შენარჩუნებას ითვალისწინებს. საუბარია მდინარე ყვირილას დაბინძურების აღმოფხვრაზე და იმ მიწების რეკულტივაციაზე, რომელზეც მადნის მოპოვება ღია კარიერული წესით მიმდინარეობდა,"-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები