TOPNEWS » მთავარი თემა » ტყიბულში უფასო სასადილოს შენობა გარემონტდა

ტყიბულში უფასო სასადილოს შენობა გარემონტდა

ტყიბულში უფასო სასადილოს შენობა გარემონტდა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთა უფასო სასადილო თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სივრცეში - ახალ მისამართზე მოეწყო.  

ახალი სასადილო ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, ბენეფიციარებთან ერთად გახსნა და სერვისით მოსარგებლეებს მხარდაჭერა და თანადგომა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამაში  110  ბენეფიციარია ჩართული. პროგრამით მოსარგებლეებს უფასო კვების სერვისი  ყოველდღიურად ადგილზე მიეწოდებათ, ხოლო ბენეფიციარები, რომელთაც გადაადგილების პრობლემა აქვთ მომსახურებას ბინაზე იღებენ.

ახალ სივრცეში მოეწყო სასადილო ოთახი, სამზარეულო, ასევე, სველი წერტილები. სასადილო აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტრითა და ტექნიკით. 

სარემონტო სამუშაოებისა და ინვენტარით აღჭურვის  ღირებულებამ 145 000  ლარი შეადგინა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu