TOPNEWS » მთავარი თემა » საქართველოში დაახლოებით 370 ათასი ადამიანი ვერ იხდის სესხს
საქართველოში დაახლოებით 370 ათასი ადამიანი ვერ იხდის სესხს
2025 წლის მარტის მონაცემებით, თითქმის 1.9 მილიონ ჩვენს თანამოქალაქეს აქვს მინიმუმ 1 სესხი მაინც. იქნება ეს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ ლომბარდი.
• ყოველ მეხუთე მსესხებელს აქვს 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება.
• დაახლოებით 370 ათასი ადამიანი ვერ იხდის სესხს. ანუ მოსახლეობის 10%-ს აქვს მინიმუმ 1 პრობლემური კრედიტი მაინც, ზოგს რამდენიმეც.
• ამ სესხების დიდი ნაწილი თავმოყრილია არასაბანკო სუბიექტებში, ძირითადად სესხის ამომღებ კომპანიებში.
• ფიზიკური პირების ჯამური, პრობლემური დავალიანება 2.7 მილიარდ ლარზე მეტია.
წყარო: “კრედიტინფო საქართველო”





