ცაგერში მწვანე თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ცაგერში მწვანე თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 ცაგერის მუნიციპალიტეტში "მწვანე თეატრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

"მწვანე თეატრი“ ბუნებაში განთავსებულ ამფითეატრს წარმოადგენს, სადაც შესაძლებელია კონცერტების და სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ჩატარება. ასევე, ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული ლოკაციაა ლეჩხუმში.

"ამჟამად მიმდინარეობს არსებული ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის: სცენის, ლითონის ვიტრაჟების,საგრიმიორო ოთახების. ასევე, ეწყობა საჩრდილობელი სივრცე,რაც სიახლეა და მზიან ამინდშიც შეუქმნის მაყურებელს კომფორტულ გარემოს.

მიმდინარეობს სველი წერტილების, არსებული ბილიკების, წყალმომარაგების სისტემის განახლება. შესასვლელში მოეწყობა ლითონის ახალი დეკორატიული ჭიშკარი.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 357 797 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება,"-აცხადებენ ცაგერის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები